-
2020-02-28 10:49
გაერთიანებული ოპოზიციის წევრს ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ.
კუპრავა თავდასხმას მის აქტივობებს უკავშირებს. ის ამბობს, რომ თავდამსხმელებს არ იცნობს.
"მანქანიდან რომ ჩამოვედი, ორი ბიჭი მოვიდა, ვითომ რაღაცის კითხვა უნდოდათ და შემომასხეს სახეზე
რაღაც გაურკვეველი ნივთიერება, დამწვა სახე, რა თქმა უნდა, თვალები დავხუჭე და იმის მერე სახეში მირტყეს
ფეხები. ცხადია, ეს არის გახარიას და მისი ზონდერ კამანდის მოწყობილი ჩემი აქტივობებისთვის" - უთხრა კუპრავამ მთავარ არხს.
"ეს იყო პასუხი ხელისუფლებისგან, მაგრამ ივანიშვილმა და გახარიამ უნდა იცოდნენ - როგორც კი გამომწერენ,
პირველი იქნება ისევ აქცია ან გახარიას უწყებასთან, ან ივანიშვილის უწყებასთან" - თქვა კუპრავამ.