
დაუდგენელმა პირებმა გურჯაანის საავადმყოფო დაცხრილეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ პალატის მიმართულებით ისროლეს, სადაც ციხიდან
რამდენიმე თვის წინ გამოსული მალხაზ ბადუაშვილი იყო მოთავსებული. ბადუაშვილი წარსულში
მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ინციდენტამდე კონფლიქტი თანასოფლელებთან ჰქონდა, რა დროსაც მათ
შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ბადუაშვილი დაშავდა. ამ ვერსიას უარყოფენ, ბადუაშვილის
ოჯახის წევრები
გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
წყარო:რუსთავი2