-
2020-02-26 16:53
დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 18 წლის ბიჭს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
„მ. ზ. -ს წარედგინა ბრალი 11'-109-მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის
"ა" და "ბ" ქვეპუნქტებით ( ოჯახის წევრების (ორი პირის) განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული
სისასტიკით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ),“ - აცხადებენ პროკურატურაში.
საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულმა ბრალდებულმა ბებია - 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა -
1974 წელს დაბადებული თ.ზ., მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე,
მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.