საქალაქო სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით,
ხვალ იმსჯელებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს. სასამართლოს
EMC-მ მიმართა და მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადებას მისი
ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე ითხოვს.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ:
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2019 წლის დეკემბერში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ წამებისა და სასტიკი
მოპყრობის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული
ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და საჭირო
მკურნალობის მიუღებლობის შემთხვევაში, ინვალიდიზაციის სერიოზული რისკი არსებობს", —
ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.