თეირანი-სტამბოლის რეისი თურქეთის დედაქალაქის აეროპორტში საგანგებოდ მას შემდეგ დაეშვა,
რაც ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. ამის შესახებ
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ბორტზე 132 მგზავრი იმყოფება. ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ არიან.
მსოფლიო მასშტაბით, ამ დროისთვის ვირუსმა 2 698 ადამიანი იმსხვერპლა.
DHA Photo
ინფიცირებულია 80 ათასზე მეტი ადამიანი.