დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით გასამარეთლებული მიხეილ
კალანდიას ოჯახი ამბობს, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დავალებები შეასრულა.
"ეს მოსამართლე არის არაობიექტური, მიკერძოებული, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი
მოსამართლე. ეს დადასტურდა დღეს. ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი. ეჭიდაონ
სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს... იმედი დიდად არ გვაქვს, რომ რამე შეიცვლება,
უბრალოდ სტრასბურგამდე როდესაც მივალთ, ევროპაში ძალიან მკაფიოდ გაიგებენ, რა მოხდა,
როგორ მოხდა და რატომ ზის 20 წლის ბიჭი უდანაშაულოდ ციხეში და კიდევ რატომ უნდა იჯდეს
მანამ, ვიდრე სტრასბურგიდან გადაწყვეტილებას ჩამოვიტანთ”, - განაცხადა ლუკა კალანდიამ.