
საჩხერის რაიონის სოფელ ჭალაში არასრულწლოვანმა შვილმა მამა მოკლა. არსებული ინფორმაციით,
მოზარდი 16 წლისაა. შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით მიაყენა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას
გულისხმობს.