
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ევროპული საქართველოს ლიდერს, ელენე ხოშტარიას
ზნედაცემულსა და "ქალის სახე დაკარგულს" უწოდებს
და ამბობს, რომ ხოშტარიასგან განსხვავებით, "ქალი არის კდემამოსილი".
ტელეკომპანია ფორმულას კითხვაზე, ნანობს თუ არა ამ სიტყვებს, რაზმაძე ამბობს, რომ
არაფერი აქვს სანანებელი.
"მაგის საქციელი, საუბარი, შეურაცხყოფები არაფერში არ ჯდება... ზნედაცემულობა, რომელიც მე
ვთქვი, ძალიან იოლი და მოფერებითი სიტყვა იყო", — განაცხადა მან.