
1995 წელს დაბადებული ი.ჯ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “სარფში”, განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ
შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით ი.ჯ აზერბაიჯანის მოქალაქეა. მისი პირადი
ჩხრეკისას 1702 აბი და 2 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება “მდმა”, “პრეგაბალინის” შემცველი ფსიქოტროპული
საშუალება”ლირიკის” 490 კაფსულა, 72 გრამი “ამფეტამინი” და 237 გრამი გამომშრალი “მარიხუანა”ამოიღეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.