
ძარცვის მცდელობა და ფიზიკური შეურაცხყოფა-ორ ქალბატონს ჯერ ფული მოსთხოვეს, უარის მიღების დროს
კი ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ.
დაზარალებულებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. 112-ის ბრიგადამ მათ პირველადი
დახმარება აღმოუჩინა."ტვ მთავარის" ჟურნალისტები ესაუბრნენ დაზარალებულებს, მათი თქმით თავდამსხმელები
ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.
"წიხლები ყველგან მირტყა, თმაში ხელი ჩამავლო... ვიდექით უბრალოდ, ჩვეულებრივად მანქანით ვიღაც
მოვიდა ნარკომანი იყო, ფული გვთხოვა უთხარი , რომ არ მაქვს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ვუთხარი,
რომ ამ უბნელი ვიყავი და პატრულს დავურეკავდი... მაგინა, მუშტი ჩამარტყა და ჩემი მეგობარი ახოხიალა."
აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.