
მარნეულში არასრულწლოვნის მოტაცებაში ბრალდებულს 22 წლის მამაკაცს აღკვეთ ღონისძიებას
დღეს შეუფარდებენ. თუმცა გამოძიება დამნაშავეთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს.
ოთხმა უცნობმა, არასრულწლოვანი დაოჯახების მიზნით მარნეულის ცენტრიდან მოიტაცა. შინაგან საქმეთა
სამინისტრომ გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციის "მერსი ქორფსი-ს" წევრი სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ მსგავსი დანაშაული
რეგიონში ძალიან ხშირია:"მიუხედავად იმისა, რომ ხდება ჩვენთან რეგიონში მსგავსი რამ და სამწუხაროდ,
ზოგ შემთხვევაში მიდიან შერიგებამდე, ეს ძალიან ცუდია, ადამიანებს აძლევ მოტივაციას, რომ შენ ამის შესაძლებლობა
გაქვს," - აცხადებს სამირა ბაირამოვა.