
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 16 თებერვალს გუდაურში კაცი
მოკლეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად
მუშაობენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით განზრახ მკვლელობა
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.