დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით 10000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა,
რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ბრალდებული ჩოლოიანი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ჩვენების
მიცემის იძულებას გულისხმობს. არასრლწლოვანი ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან პოლიციელის
მხრიდან სავარადო ზეწოლის გამო 11 დეკემბერს გადახტა. მოზარდის ჯამრთელობის მდგომარეობა
მძიმე იყო, რის გამოც ის კლინიკაში გარდაიცვალა.