რუსეთში, ქალაქ ვოლგოგრადის ავტოსადგურზე, ტრაილერში 52 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი
ნახეს.
გარდაცვლილი გორში მცხოვრები რამაზ კამლაძეა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი, სადაც გარდაცვლილი
იპოვეს ერთ-ერთი კერძო კომპანიის საკუთრებაა. ინფორმაციას „რეგიონული კვირა“ ავრცელებს.
გარდაცვლილის ოჯახის ახლობელის თქმით, მამაკაცს გულის პრობლემა ჰქონდა და სავარაუდოდ გულის
შეტევით დაიღუპა.