
პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების დროს ლევან იზორიას ძმის მიერ პოლიციის თანამშრომლების მიმართ შეურაცხყოფაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაქტი მისთვის მიუღებელი და ამაზრზენია.
„იზორიასი კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა, იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები, ყოველდღიურად საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებში ვნახე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.