
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავა.
მათივე ცნობით, ბრალდებულები 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს, ფინანსური სარგებლის მიღების
მიზნით, სისტემატურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას
აიძულებდნენ.
არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგებით ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 143² პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.