-
2020-01-28 11:36
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას მტკიცებით, მისი ძმის ე.წ. ნარუშილოვკის საბუთზე ინფორმაცია კადრების გავრცელებისას გაიგო. POST TV-ის ეთერში იზორიამ თქვა, რომ ამ ფაქტის გაგების შემდეგ "მწვავე რეაგირება" ჰქონდა და პირი, ვინც მის ძმას საბუთი გადასცა, დაისაჯა.
"კადრები გავრცელდა, თუმცა, ზუსტად ამოკითხვა - ნარუშილოვკაა თუ რა არის, არავის შეეძლო, მაგრამ მე
პირადად მქონდა ამაზე მწვავე რეაგირება, ეს მე სწორედ ამ კადრების მერე გავიგე. ის პიროვნება, ვინც გადასცა
ნარუშილოვკა ჩემს ძმას და ვინც ორგანოში მუშაობდა, გამოძიების შედეგად გამოვლინდა და
დაისაჯა, დაითხოვეს ორგანოებიდან. ჩემს ძმას მხოლოდ ჩემთან კი არ აქვს ურთიერთობა, სხვებთანაც ჰქონდა
შსს-ში და სამწუხაროდ, ერთერთმა მისცა ეს საბუთი, რაც არის არასწორი ქმედება და ეს პიროვნება
გამოვლინდა. ჩვენ დავიწყეთ სერიოზულად გამოძიება, მე პირადად ვიყავი დაინტერესებული, ჩემი ძმაც
დაიკითხა და და მანაც გულწრფელად აღიარა, ვისგან ჰქონდა ეს საბუთი", - თქვა იზორიამ
23 იანვარს მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო
პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და
როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ.