
შელაპარაკების ნიადაგზე თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად, ახალგაზრდა დაიღუპა.
გარდაცვლილი 20 წლის მათე ჯომიდავაა. მას შელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთ სუპერმარკეტთან თავში ქვა ჩაარტყეს.
ჯომიდავა ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გარაჩენა ვერ შეძლეს.
ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.