
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით
დაკავებულია ნინოწმინდის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების
უფროსი ჰ. ნ.
უწყების მტკიცებით, ბრალდებულმა საქართველოს ორ მოქალაქეს ნინოწმინდაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით 30 ათასი ლარი მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ გამოართვა 3 000 ლარი.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნტქით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით).