
ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის, მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე
მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია დაიკითხა, რომელმაც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
"დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა მსჯავდებული გიორგი ჯანაშია, რომელმაც ისაუბრა საქმისათვის
მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ბრალდებული მიხეილ კალანდიას მიმართ
წარდგენილ ბრალდების შინაარსთან და, შესაბამისად, ადასტურებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარკვეულ
კომპონენტებს. მოწმემ ისაუბრა კონფლიქტის დროს მყოფი პირების როლზე. მათ შორის მოწმემ ისაუბრა ბრალდებულ
მ.კ-ს როლთან დაკავშირებით.
მან განაცხადა, რომ ფარდულთან ახლოს, დავით სარალიძესთან იხილა ბრალდებული, რომელსაც ხელში დანისმაგვარი
საგანი ეჭირა და ხელი სისხლიანი ჰქონდა", - განაცხადა საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.
2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და
ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი
დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.