
მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ გამოკვეთილია ჩოლოიანის
უდანაშაულობა და დაცვა ამის დასადასტურებლად მუშაობს.
"ისევ ისეთ რეჟიმში ვართ, ვაგროვებთ მტკიცებულებებს, მტკიცებულებების მოძიების პროცესში
ვართ. გამოკვეთილია მისი უდანაშაულობა, ამას ვამტკიცებთ პირველ რიგში და ვმუშაობთ
მისი უდანაშაულობის დასადასტურებლად", - განუცხადა მოსიაშვილმა „ინტერპრესნიუსს".
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ
თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ საქმეზე სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურმა პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. მარიანა ჩოლოიანს
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.