24 წლის მურად წურწმიას მკვლელობაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, ზურაბ ფოფხაძეს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის
განცხადებით, საქმეზე მეორე პირის დაკავების შემდეგ, გამოიკვეთა, რომ დანაშაული ჯგუფურად იყო ჩადენილი.
“გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე, ზურაბ ფოფხაძეს ბრალის დაზუსტების შედეგად დაუმძიმდა ბრალი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი
პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 8- დან 11 წლამდე” – ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე პოლიციამ 5 იანვარს დააკავა.