
თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული
10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.
მხარეები დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ.
საქმეში ფიგურირებენ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებიც, რომლებსაც თბილისში უკანონო ფოტო-
ვიდეო გადაღებებისთვის სპეციალური ადგილები ჰქონდათ ნაქირავები. საგამოძიებო მასალების
მიხედვით, მშობლებს არასრულწლოვნები გადასაღებ ადგილზე, თანხის სანაცვლოდ, თავად მიჰყავდათ,
პორნოგრაფიული პროდუქციის რეალიზაცია კი უცხოეთში ხდებოდა. ბავშვების შერჩევის პროცესში
ჩართულები იყვნენ მასწავლებლებიც. ამ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში 24 პირია დაკავებული.