ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.
"ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის - 1 წელი და 9 თვე", - წერს ასათიანი "ფეისბუქში".
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს.