-
2019-12-19 16:34
ქუთაისში ადვოკატები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას აქციით უცხადებენ.
"ადვოკატის და ექიმის პროფესიას ერთი საერთო აქვს, ჰუმანური პრინციპების დაცვა. ექიმი ომშიც ხელშეუხებელია და ამიტომ ვაჟა გაფრინდაშვილი არის უკანონო პატიმარი. მას საზღვარი არ გადაუკვეთავს და მოითხოვენ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის აღიარებას. ამის აღიარება ოკუპირებული ტერიტორიის აღიარებას ნიშნავს. ვუცხადებთ სოლიდარობას ვაჟა ექიმს და ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ვთხოვთ", - განაცხადეს ადვოკატებმა.
15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ფოტო:imedinews.ge