
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს.
ბოკერიას განცხადებით იგი მოწმის სტატუსით დაიბარეს, თუმცა პროკურატურაში მისვლას არ აპირებს, რადგან ამ ნაბიჯს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ „დაჭერებს“ უკავშირებს.
"არ ვაპირებ მისვლას. როცა მაგისტრი მოსამართლე დამიბარებს, მაშინ მივალ. ეს არის ძველი საქმე, რომელზეც 5 წელია ან უფრო მეტი, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ. ახლა გაახსენდათ, ამ კონკრეტულ, პოლიტიკურ მომენტში. ეს არის ძველი, უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიება. ჩვენ გვახსოვს, რომ ახლა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა თავის ინტერვიუში, როცა დაანონსა დაჭერები. არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ ლოგიკურია, ეს ამას ჰგავს. ერთი ან ორი პერსონის საკითხი ხომ არ არის, ზოგადად არის ეს კლიმატი აგონიის, ამ სამარცხვინო ლიდერის და კლოუნების, რომ ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას. მხოლოდ ჩემზე არ არის საუბარი, გიგი უგულავას აქვს ბრალი წაყენებული, მელიას და სხვა ლიდერებს აქვთ ბრალი წაყენებული. უამრავი გამოძიებაა დაწყებული და ეს მიაჩნიათ თავის გადარჩენის გზად. ღრმად ცდება, ცალკეული პერსონების გამოთიშვა არაფერს არ ცვლის.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ
გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარების ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა.
„თუ ვინმეს გიგა ბოკერიას დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით სურდა, ამას 7-8 წელი არ დასჭირდებოდა და წინა ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებდა“ - აცხადებს თალაკვაძე