
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა.
დაჭრილი 25 წლის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.