შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

Image

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ილია ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

 

კერძოდ: ილია ჭავჭავაძის გამზირზე, დიმიტრი არაყიშვილის ქუჩის კვეთიდან ავტოტრანსპორტი შეფერხების გარეშე იმოძრავებს მხოლოდ ცალმხრივად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით. ნინო რამიშვილისა და დიმიტრი არაყიშვილის ქუჩებიდან გამომავალი ტრანსპორტი, ასევე, იმოძრავებს მხოლოდ პეტრე მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით.

 

 

მიმდინარე საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის გამზირი დაიკეტება დიმიტრი არაყიშვილის ქუჩის კვეთიდან ლადო კავსაძის ქუჩის კვეთამდე, ასევე, ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩისა და ილია ჭავჭავაძის გამზირი-ნინო რამიშვილის ქუჩის კვეთები. აღნიშნული ქუჩებიდან ტრანსპორტი ვერ მოხვდება ილია ჭავჭავაძის გამზირზე. ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები კი ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მიმართულებით სვლის გაგრძელებას შეძლებენ მხოლოდ ლადო კავსაძის ქუჩის გავლით. ლადო კავსაძის ქუჩაზე მოძრაობა დასაშვები იქნება ცალმხრივად, მხოლოდ ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.

 

 

ილია ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკიდან მომავალი ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩის კვეთამდე, საიდანაც ავტომანქანების ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩის გავლით, ირაკლი აბაშიძის ქუჩის მიმართულებით. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს ცალმხრივად, ნინო რამიშვილის ქუჩის გავლით; დიდიმ მირცხულავას ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები იქნება ორმხრივად, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტი კი დიდიმ მირცხულავას ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებს ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მხოლოდ პეტრე მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით. გარდა ამისა, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავი ავტომანქანები დიდიმ მირცხულავას ქუჩის გავლით მოხვდებიან ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე; ამასთან, პარკირება აიკრძალება ნიკოლოზ ბერძენიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, ნინო რამიშვილისა და დიდიმ მირცხულავას ქუჩებზე.

 

რედაქტორის რჩევით

თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან სავარაუდოდ, სროლა იყო, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ

2020-06-03 21:12
თბილისში, ბაგებში სავარაუდოდ, სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ...

რადიო "დარდიმანდი" იუბილარია

2020-06-02 12:21
რადიო "დარდიმანდი" იუბილარია", რადიო “დარდიმანდი” 2011 წელს დაარსდა.

ნინოობას პატრიარქი საზეიმო წირვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს

2020-06-01 11:14
დღეს, 1-ელ ივნისს, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს...

საქართველოში დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება

2020-06-01 11:12
დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება. შესაბამისი...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?


ვალუტა

1
EUR
 - 
3.3422
0.0665
100
RUB
 - 
4.3130
0.1160
1
USD
 - 
2.9841
0.0575