
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა მოხდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.
დაჭრილები მე-9 საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება