
ზუგდიდში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი, 20 წლის კ. გ დაიჭრა. შემთხვევა სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე მოხდა.
ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.