
„მოსამართლეს ვუთხარი, რომ გირაოს არ გადავიხდი, არ გამომიტანოთ-თქო ვუთხარი და ეგეთი რამე არ გამიგია,
გეუბნება ბრალდებული, რომ არ გადავიხდი, მაინც გამოგაქვს. რა მნიშვნელობა აქვს, არ გადავიხდი-განაცხადა
ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
პროკურატურას შეეშინდა რეალურად და გასაგები იყო, რომ უნდა ეთხოვათ პატიმრობა, ეს ვერ გააკეთეს, მაინც გირაო ითხოვეს. არ გადავიხდი და ერთი თვის მერე ვნახოთ, შეეშინდებათ თუ არა ჩემი პატიმრობის. მე დავტოვე ორი გზა - ან პატიმრობა, ან თავისუფლება. ეს მოსამართლე სამწუხაროდ რას გადაწყვეტს, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის? არანაირი. ვითომ მომცა შეღავათი, პატიმრობის მაგივრად, გირაო. არ მინდა ბატონო ეგ შეღავათი, მაინც არ გადავიხდი, იმიტომ, რომ ჯერ არ მაქვს ახლა არც ეს 40 ათასი“, - განაცხადა გვარამიამ.
რას შეეხება მისთვის უცხოეთში გადაადგილებაზე პროკურატურის ნებართვას, ნიკა გვარამიას თქმით, ეს სრულიად გაუგებარი ამბავია.
„რაში სჭირდებათ, ხომ გასაგებია, რომ ამას ყველაფერს ამ წუთში, აქვე მივაბამ ოპოზიციური მედიის დამფუძნებლის თავისუფლების შეზღუდვას“, - განაცხადა გვარამიამ.