-
2014-01-25 20:01
Japan’s Ravijour-მა შექმნა ბიუსტჰალტერი, რომელშიც სენსორებია ჩამონტაჟებული, საიდანაც სიგნალი სმარტფონს Bluetooth-ის საშუალებით გადაეცემა. აპლიკაცია ლიფის მფლობელის გრძნობებზე რეაგირებს.
აპლიკაციისა და ბიუსტჰალტერის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ბიუსტჰალტერი მისი მფლობელის მხრიდან სიყვარულის გამოხატვაზე, ანუ მძაფრი, თბილი გრძნობის გამოვლინებაზე რეაგირებს და ასეთ შემთხვევაში ის თვითონ იხსნება.
მთავარია, მფლობელს ამ დროს თან უნდა ჰქონდეს სმარტფონი, სადაც შესაბამისი აპლიკაციაა ჩამოტვირთული, ჩართული ჰქონდეს Bluetooth და, რასაკვირველია, ეცვას ბიუსტჰალტერი.