
გადაცემაში „რეაქცია“ ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის გაღიზიანება მოჰყვა ინგა გრიგოლიას მიერ მისთვის დასმულ შეკითხვას „ხადურისა და მისი რესტორნის ხარჯების შესახებ“ - ფინანსთა მინისტრმა შეკითხვას „აბსოლუტურად არასერიოზული“ უწოდა.
„მე მეგონა, სერიოზულ გადაცემაში მოვდიოდი“, - თქვა ნოდარ ხადურმა, როცა ინგა გრიგოლიამ შეკითხვა დაუსვა. გადაცემის წამყვანმა განუმარტა, რატომაც დასვა შეკითხვა: „მე, უბრალოდ, არ ვიქნებოდი მართალი, დღეს რომ ეს სეკითხვა ტქვენთვის არ დამესვა, რადგან კვირაში ერთხელ ინტერნეტში იდება ხარჯები: ხადური და რესტორანი“, - თქვა ინგა გრიგოლიამ.
ხადურისა და გრიგოლიას კამათს პრემიერმინისტრის რეპლიკა მოჰყვა, რის შემდეგაც ინგა გრიგოლიამ ისევ ნოდარ ხადურს მიმართა:
„აი, პრემიერმინისტრის რეპლიკა იყო - ჰკითხეთ აბა, რამდენი კილო დაიკლოო და გეკითხებით“, რაზეც ნოდარ ხადურმა უპასუხა:
„15 კილო ვარ დაკლებული და გპირდებით, კიდევ დავიკლებ“.