-
2014-05-10 02:01
ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ხვალ "რუსთავი2"-ის ეთერში გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" სკანდალური კადრების გასაჯაროებას გეგმავს.
"ბუნებრივია, რომ გადაცემამდე არ ვისაუბრებ, თუ რა ჩანაწერების გასაჯაროვებაზე ვსაუბრობ", - ამბობს ჟურნალისტი "პრაიმტაიმთან".
- ნიკა გვარამიამ გააკეთა დღეს განცხადება, რომ ხელისუფლება ერთმანეთს უსმენდა და ეს მასალაც გასაჯაროვდება, ამას გულისხმობთ?
-კარგით, თქვენ თვითონ გამოიცანით, ახლა არაფერს არ ვიტყვი.
შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს უსმენდნენ და ამის დამადასტურებელი ჩანაწერებიც არსებობს.
პრაიმტაიმი