-
2014-03-09 16:16
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დეპუტატი გიორგი ვოლსკი 1984–დან 1990 წლამდე კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი იყო, ანუ ამ თანამდებობაზე 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგაც მუშაობდა.
ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ გიორგი ვოლსკის ბიოგრაფიაში მოიპოვება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში უამრავმა პარტიულმა ჩინოვნიკმა და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კომპარტიის ბილეთები ან საჯაროდ დაწვა, ან პარტიის დატოვებაზე განცხადება დაწერა, ხოლო იმ დროს პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორებად მხოლოდ ის პირები ინიშნებოდნენ, ვისაც სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი უცხადებდა ნდობას.
ასე მოიქცნენ არამარტო საქართვლოში, სსრკ–ს რამდენიმე სხვა რესპუბლიკაში მცხოვრები სსრ კავშირის მოქალაქე კომუნისტებიც.