
ბრაზილიელი ონკოლოგი პაოლო უბირატანი, რომელსაც კონსულტაციისთვის მთელი მსოფლიოდან აკითხავენ, ამბობს, რომ სიარული და სპორტი, ზოგადად, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ მხოლოდ მოყვარულის დონეზე. მასთან ინტერვიუს ქართულ ვერსიას ეურუს.ჯი აქვეყნებს.
"გული დაპროგრამებულია გარკვეული რაოდენობის შეკუმშვისთვის. ნუ დახარჯავთ მას ვარჯიშის გამო. მისი რესურსი გულის შეკუმშვის რაოდენობის მიუხედავად მთავრდება.
ეს იგივეა, თქვენი მანქანის სიცოცხლის გახანგრძლივება რომ სწრაფად ტარებით სცადოთ. გინდათ დიდხანს სიცოცხლე? სადილის შემდეგ მცირე ხნით წათვლიმეთ.
ჩემი ფილოსოფია ასეთია - თუ არაფერი გტკივათ, არაფერი მოიმოქმედოთ. სპორტი მოყვარულ დონეზე ჯანმრთელობას არ ვნებს, მაგრამ პროფესიულ დონეზე საკმაოდ საზიანოა.
ერთადერთი, რასაც ის შეგმატებთ, ეს კუნთებია. რეგულარული სიარული რომ სასარგებლო იყოს, ფოსტალიონები უკვდავები იქნებოდნენ.
კურდღლები დარბიან, ხტუნავენ გაუჩერებლად, მაგრამ ცხოვრობენ 15 წელი. კუ არ დარბის და არაფერს აკეთებს და ცხოვრობს 400-500 წელი", - ამბობს ონკოლოგი.