
ამერიკის ყოფილი პირველი ლედის ჟაკლინ კენედის საათი იმაზე სამჯერ ძვირად გაიყიდა, ვიდრე შეფასებული იყო.
ნიუ-იორკის Christie's აუქციონზე მასში 379 500 დოლარი გადაიხადეს.
კარტიეს 750 სინჯის ოქროს საათს საფირონი ამშვენებს. ჟაკლინ კენედის საათი დის მეუღლემ, პრინცმა სტანისლავ რაძივილმა აჩუქა.