-
2016-04-06 06:57
ტელეკომპანია GDS-ის მოთხოვნით, საიტებიდან adjaranet.com და imovies.ge მოხსნეს პოპულარული ამერიკული ფილმებისა და სერიალების ნაწილი. ამის შესახებ განმარტება და ჩამონათვალი "აჭარანეტზეა" გამოქვეყნებული.
"მეგობრებო, ქვემოთ აღნიშნული სერიალების/ფილმების საქართველოში ჩვენება/გავრცელების ექსკლუზიური უფლება აქვს ტელეკომპანია GDS-ს. შესაბამისად მათი მოთხოვნით მოგვიწია საიტიდან მოხსნა", - წერია ვებგვერდზე.
აღსანიშნავია, რომ საიტებიდან მოიხსნა ისეთი პოპულარული სერიალები და ფილმები, როგორებიცაა Game of Thrones / სამეფო კარის თამაშები, Bones / ძვლები, Hell On Wheels / ჯოჯოხეთი ბორბლებზე, Penny Dreadful / საშიში ზღაპრები, True Detective S1, S2 / ნამდვილი დეტექტივი და სხვები.
სრული ჩამონათვალი მოცემულია "აჭარანეტის" გვერდზე "ფეისბუქში".
