"შენგენაცვალე" დიპლომატია

Image

ევგენი პრიმაკოვი, იგორ ივანოვი და სერგეი ლავროვი - ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ თბილისსაც და თბილისელებსაც. ქართველებსაც, მათ ტრადიციებსაც და ეროვნულ-ტრადიციულ თვისებებსაც. 

 

„თუ საქართველოში გიცხოვრიათ, მიღებული ხართ“. როგორც სჩანს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნისას, გასაუბრებაზე მხოლოდ ამ კითხვას იძლევიან. აბა რა ვიფიქროთ, თუ ოთხიდან, სამი მინისტრი საქართველოში ცხოვრობდა?

 

ევგენი პრიმაკოვი

 

230583609.jpg

 

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი. რიგით მეორე მინისტრი ამ პოსტზე. 1996-1998 წლებში. დაიბადა კიევში. ამას სრულიადაც არ შეუშლია ხელი ბავშვობა თბილისში გაეტარებინა. დედამისი - ანა პრიმაკოვა, როგორც კი კიევში ბავშვი გააჩინა, თბილისში მშობლების სახლში დაბრუნდა და თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში გინეკოლოგად განაგრძო მუშაობა.

 

მოგვიანებით კი თბილისის ტრიკოტაჟის კომბინატის ქალთა კონსულტაციის ექიმობას მიჰყო ხელი. ეს „ჩვენი“ ევგენი კი ამ დროს „პლეხანოვზე“ იზრდებოდა. ქართველები, ქურთები, სომხები, ებრაელები, პოლონელები, გერმანელები, რუსები და უბრალოდ, „პლეხანოველი კაი ბიჭები“ იყვნენ მისი ბავშვობის მეგზურები.

 

ამბობენ, სომხურადაც და ქართულადაც მშვენივრად ლაპარაკობდაო. ვის რა აწყენინა ოჯახში, უცნობია, მაგრამ სკოლისთვის რომ მარნეულელ „ბაჯებს“ გადაულოცეს, ფაქტია. 7 კლასი იბაჯბაჯა მარნეულში და როგორც სჩანს, აზერბაიჯანულიც კარგად შეისწავლა.

 

ისევ ვიღაცის მონდომებითა და ძალისხმევით, 1944 წელს, ბაქოს სამხედრო-საზღვაო სკოლის კურსანტების მოსამზადებელ სასწავლებელში ამოჰყო თავი. პრაქტიკას სასწავლო ხომალდ „პრავდაზე“ გადიოდა. ორი წელი გავიდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მომავალი კომისარი გააკომისიეს და უთხრეს - წადი, ტუბერკულოზს მიხედეო.

 

დაუბრუნდა თბილისს. 1948-ში მე-14 ვაჟთა საშუალო სკოლაც დაამთავრა. პედაგოგები ამბობდნენ, მათემატიკა და ენები უყვარდაო. როგორც სჩანს, ამ ენებში განსაკუთრებით - რუსული. ამიტომაც დაამთავრა თუ არა სკოლა, სასწრაფოდ რუსეთში გადავიდა და იქ გააგრძელა სწავლა. მანანდე კი მოასწრო და თბილისში, პოლიტექნიკურის სტუდენტ, ვინმე - საბჭოთა გენერალ მიხაილ გვიშიანის შვილზე - ლაურა ხარაძეზე იქორწინა.

 

იგორ ივანოვი

 

 

230585397.jpg

 

რუსეთის ამ მინისტრმა საქართველოში არა მარტო ბავშვობა გაატარა, არამედ ნახევრად ქართველიცაა. ელენა (ელიკო) საღირაშვილი - საქართველოს მკვიდრი, „გაი“-ს თანამშრომელი, შვა ივანოვი 1945 წლის 23 ნოემბრის თვეს.

 

ექვს წლამდე დედის მშობლებთან, საქართველოში ცხოვრობდა. კახეთში, ახმეტის რაიონში, პანკისის ხეობაში გაატარა ბავშვობა. იმედია, აქ ბევრი კარგიც ისწავლა, რადგან მინისტრობისას ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ისიც კი თქვა - საქართველო მიყვარს, რადგან ნახევრად ქართველი ვარო. გარდა იმისა, რომ ბათუმიდან ასლან აბაშიძე წაიყოლია, ბევრით არაფრით დაუმახსოვრებია ჩვენთვის თავი.

 

სერგეი ლავროვი

 

 

230583652.jpg

 

იმაზე, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების მეთაური სერგეი ლავროვი - თბილისური წარმოშობისაა, თითქმის ყოველი მეორე თბილისელი ჭორაობს. სერგოს ოფიციალურ ბიოგრაფიაში კი წერია, რომ ისაა რუსეთში დაბადებული და არის რუსი. შეხედავ სახეზე და ალბათ „დაუჯერებ“, მაგრამ! არ სჯერას ამ ქართველ კაცს არაფერი ლავროვის ნალაპარაკები და, მით უმეტეს, ქაღალდზე ნაწერი.

 

რუსის ნაწერია და მიტომაც არ იჯერებს, თორემ ქართველი ჟურნალისტები ისეთივე ქაღალდზე წერენ, რომ - აქ, ავლაბარში, არარატის ქუჩაზე ცხოვრობდაო. არა მარტო ცხოვრობდა, 93-ე სკოლაში, ახლანდელ 84-შიც სწავლობდაო.

 

თბილისელი სომხების დიასპორის ერთ-ერთი ლიდერი - ვან ბაიბურთიც იგივეს გვიმტკიცებს - კიო, ერევნის ქუჩაზე ცხოვრობდაო. აქვე სწავლობდაო, არ უთქვამს, ალბათ იმიტომ, რომ სკოლამდელ ასაკშივე გადავიდნენ მისი მშობლები „სანუკვარ“ რუსეთში. ჩემი მხრიდან იმასაც დავამატებ, რომ მეც მსმენია მისი ტბილისელობის შესახებ - ეგო ჰავლაბრელი კალანტაროვიაო. ჯვრის მამასთან, ერთი ავლაბრელი სომეხი „საპოჟნიკი“ ჟორა „საპოჟნიკობს“, ეგ მიმტკიცებდა - ასეაო. 

 

თუმცა, თავის პირით აქვს ლავროვს ნათქვამი 2005 წლის თებერვალში, ერევნის სლავურ უნივერსიტეტში სტუმრობისას, როცა სტუდენტებმა ჰკითხეს - მინისტრობაში სომხური წარმომავლობა ხელს ხომ არ გიშლითო, სერიოგამ უპასუხა „მე თბილისური ფესვები მაქვს, იმიტომ რომ მამაჩემი იქედან იყოო, ჩემში მხოლოდ სომხური სისხლი სჩქეფს და სხვა არანაირიო, და ეს სისხლი მე არაფერში ხელს არ მიშლისო“. მე არ მიშლისო თქვა კაცმა. არც პუტინს არ უშლის, როგორც სჩანს და არც რუსეთის მოსახლეობას და ჩვენ რაღად ვიდარდოთ? თუ ვიდარდოთ? იქნებ ქართულსისხლმჩქეფარეთა უსისხლობა უფრო გვედარდა?

 

"შენგენაცვალე" დიპლომატია

 

სრულიადაც არ გამიკვირდება, თუ რუსეთის ფედერაციის მომავალი რომელიმე მინისტრი, ვინმე ისევ საქართველოში ნაცხოვრები ან სულაც ქართველი იქნება. აბა, ქართულ მამა-პაპურ ტრადიციას ხომ არ დავარღვევთ? მანდამაინც არც რუსულ ტრადიციას აკლია ქართველების მეთაურობა რუსეთში და აბა რა ვიცი?

 

პატივისცემით: თქვენი მონა-მორჩილი და კრემლის რუსეთის ღრმად არაპატივისმცემელი - თეიმურაზ ხუნდაძე

 

წყარო: Sputnik Грузия http://sputnik-georgia.ru/analytics/20160314/230583700.html#ixzz438ZO5Mh9

 

 

230596568.jpg

 

 

რედაქტორის რჩევით

რადიო "დარდიმანდი" იუბილარია

2020-06-02 12:21
რადიო "დარდიმანდი" იუბილარია", რადიო “დარდიმანდი” 2011 წელს დაარსდა.

ნინოობას პატრიარქი საზეიმო წირვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს

2020-06-01 11:14
დღეს, 1-ელ ივნისს, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს...

საქართველოში დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება

2020-06-01 11:12
დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება. შესაბამისი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 19-ით გაიზარდა

2020-06-01 11:10
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 794 გახდა. ამის...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?


ვალუტა

1
EUR
 - 
3.4626
0.0740
100
RUB
 - 
4.4772
0.0254
1
USD
 - 
3.1172
0.0589