ვერსია: ივანიშვილმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის საუკუნოვან ხეებსაც დაადგა თვალი

Image

"ქრონიკა პლუს" აქვეყნებს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც გაზეთს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის გეგმებში იშვიათი მცენარეების ზუგდიდიდან შეკვეთილში გადატანაც შედიოდეს.

 

"ზუგდიდში ივანიშვილის რამდენიმე იდუმალ სტუმრობაზე, რომელიც ბოტანიკურ ბაღში უჩუმარი გასეირნებით აღინიშნა, „ქრონიკა+“ ადრეც წერდა, მაგრამ მაშინ საუბარი იმაზე იყო, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, საიდანაც ცენტრალური სტადიონი სხვაგან გადაიტანეს, ივანიშვილი მაღალსართულიანი სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის აშენებას აპირებდა.

 

ეს ტერიტორია დადიანების საგვარეულო ტერიტორიადაა მიჩნეული და თუ ადრე, კომუნისტები არად დაგიდევდნენ დაცული ტერიტორიების ფაქტორს, ამჟამინდელ ხელისუფლებას მაინც უნდა ეზრუნა, რომ ეს ადგილი არ ყოფილიყო დატვირთული კომერციული ობიექტებით, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ წინა ხელისუფლება, რომელიც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, ლამის ჯვარს აცვეს და, საბოლოოდ, პროექტი ჩაიშალა.

მაგრამ ის ინფორმაცია, რაც „ქრონიკა+“-მა ამჟამად ზუგდიდში მოიპოვა, ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილების სხვადასხვა ობიექტებით გადატვირთვის თემას აშკარად სცდება. საუბარია, არც მეტი, არც ნაკლები, იმაზე, რომ ციხისძირის ხეების შემდეგ სწორედ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გახდება ის ობიექტი, საიდანაც ივანიშვილის ობიექტზე - შეკვეთილში, იშვიათ მცენარეებს გადაიტანენ.

 

როგორც ქრონიკა პლუსის წყარო ამბობს, ამ მიზნის განხორციელება ეტაპობრივად უკვე დაიწყო და გეგმა სწორედ მაშინ შემუშავდა, როცა ზუგდიდში უჩუმრად ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა გუბერნატორის თანხლებით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა და, როგორც წყარო ამბობს, მცენარეებიც შეარჩია", - წერია სტატიაში.

 

"წყაროს თქმით, მან ზუსტად არ იცის, რა მცენარეებისა თუ ნარგავების გადატანას გეგმავს ივანიშვილი შეკვეთილში, მაგრამ თუ მოინდომებს, მისი არჩევანი არცთუ ისე შეზღუდული იქნება, თუკი იმ ისტორიას გავითვალისწინებთ, რაც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთანაა დაკავშირებული:

 

ბოტანიკური ბაღი ზუგდიდის შუაგულში, 26 ჰეტარამდე მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. ივანიშვილისთვის მადის აღმძვრელად მხოლოდ ისიც კი შეიძლება ჟღერდეს, რომ აქ ზოგიერთი ხე 200-ზე მეტი წლისაა და მთელ ევრაზიის კონტინეტზე ერთადერთ ეგზემპლარს წარმოადგენს. სავარაუდოდ, სწორედ მათ დაადგა თვალი მილიარდერმა.

 

ამასთან, ბევრმა არ იცის, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი სილამაზითა და იშვიათი ნარგავების მიხედვით მსოფლიოს ბაღებს შორის მეშვიდე ადგილზეა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაღებს შორის მესამე ადგილზე, ამიერკავკასიის ბოტანიკურ ბაღებს შორის კი პირველზე", - აღნიშნულია "ქრონიკა პლუსის" სტატიაში. 

 

"რას დაადგა თვალი ივანიშვილმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში? შეცვლის თუ არა გადაწყვეტილებას ის მას შემდეგ, რაც ციხისძირიდან ხეების გადატანას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და საერთოდ, იყო თუ არა ციხისძირის აქცია ტესტი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაგეგმილი მოქმედბების წინ? ამაზე პასუხს, ალბათ, გაზაფხულზე მივიღებთ - გაზაფხულის შემდეგ ხეებისა და მრავალწლოვანი მცენარეების გადარგვა ერთი ადგილიდან მეორეში მიზანშეწონილი არ არის..." - წერს ავტორი.

 

"ქრონიკა პლუს"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !