-
2016-01-15 19:00
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა "მაესტროსთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ საგურამოში შეკრების დროს ორი მაგიდა იყო, დაახლოებით, 30-30 კაციანი. მისივე თქმით, გავრცელდა ხმები, რომ ვინც ჯაჭვლიანის მაგიდასთან იჯდა, სიაში არ მოხვდებოდა, ხოლო ვინც ივანიშვილის მაგიდასთან იყო, მას აუცილებლად ჩაწერდნენ გამსვლელ სიაში.
"გავრცელდა ხმები, რომ ვინც ჯაჭვლიანის მაგიდასთან ზის, არცერთი არ მოხვდება სიაშიო და ვინც ბიძინას მაგიდას უზის, ისინი მოხვდებიანო. ამის მერე ზოგიერთები გადასხდნენ ბატონ ბიძინასთან და სიმღერა დაიწყეს, მაგრამ მას მერე, რაც ბატონმა ბიძინამ კარგად მოიხსენია ჯაჭვლიანი, ყველანი უკან დაბრუნდნენ ჩემს მაგიდასთან", - უთხრა "მაესტროს" ტელეფონით ჯაჭვლიანმა.