-
2016-01-14 21:25
ლეონარდო დიკაპრიომ თავის ცხოვრებაში ყველაზე რთული წუთები ელენ დეჯენერესის შოუში გაიხსენა და თქვა, რომ ძალიან შეშინდა, როცა დაშვებისას მისი პარაშუტი არ გაიხსნა, მაგრამ ამაზე საშინლად ახსენდება შემთხვევა, როცა რუსეთში მიფრინავდა და თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა.
"... ყველა მგზავრი რუსი იყო... მე მეგონა, რომ უკვე მოვკვდი და სამოთხეში მოვხვდი", - იგონებს დიკაპრიო და სტიუარდესისა და რუსი მგზავრის დიალოგსაც იხსენებს. დიკაპრიოს მონაყოლი სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და დიდი მოწონებით სარგებლობს.