ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი ალან რიკმანი გარდაიცავალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მსახიობი 69 წლისა გახლდათ. გარდაცვალების მიზეზად ონკოლოგიური დაავადება სახელდება.
ალან რიკმანი სხვადასხვა დროს დაჯილდოვდა "ოქროს გლობუსით", "ემმით" და BAFTA-თი. ამ მსახიობმა ლეგენდარული "ჰარი პოტერის" ეკრანიზაციაში პროფესორის როლი შეასრულა.