-
2016-01-10 16:55
ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი "ფეისბუქზე" აქვეყნებს კომიკურშინაარსიანი მეტსახელების მესამე ნაწილს და წერს, რომ მათგან ყველა კახურია, ხოლო მისი ფავორიტი ამ მეტსახელტაგან "უკრაინა ზვიადაა".
"მეტსახელების მესამე სერია, ოღონდ ყველა კახურია:
"ქრისტე ჯემალა" - მკვდარი ეგონათ და მესამე დღეს გაიღვიძა.
"ზიდანა ნათელა" - თმა გასცვივდა ნახევრად.
"გამაიღე ანზორა" - ცხრა შვილი ჰყავს.
"ცვრიანი კაკო" - ბენზინი გადაესხა და ნახევარი ტანი დაეწვა.
"აგენტი მიშა" - არ ესმის და სულ ყურის აპარატი უკეთია.
"მიქელა დალი" - სამი ქმარი ჰყავდა და სამივე მოუკვდა.
"ძროხა გია" - ხორცს არ ჭამს.
"ჩაწეული ვანო" - ძალიან დაბალ ხმაზე ლაპარაკობს.
"თოფილულა გურამა" - დიდი ცხვირის ნესტოები აქვს.
"ქართველი რეზო" - ცოლი რუსი ჰყავს და დედა სომეხი.
"უკრაინა ზვიადა" - ყვითელი თმა აქვს და ლურჯი სახე ლოთობისგან.
შეგახსენებთ, აკა სინჯიკაშვილი ცნობილია როგორც ბლოგებით, ასევე ესეებით. მისი სტატუსები დიდი პოპულარობით სარგებლობს "ფეისბუქზე". ამის მაგალითად ეს სტატუსიც გამოდგება, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ უამრავი მოწონება და გაზიარება ხვდა წილად:
