-
2016-01-10 15:37
როგორც ჩანს, ჰოლივუდის მიერ სილამაზის საზომად და ეტალონად აღიარებული პერსონები სულ უფრო და უფრო ნაკლებ მოწონებას იმსახურებენ მამაკაცებში. ძნელია თქმა, ამის მიზეზი მათი ეკრანზე და სხვაგან გამოჩენის სიხშირეა თუ გემოვნების შეცვლა, მაგრამ ფაქტია, რომ, მაგალითად, ანჯელინა ჯოლი სულაც ვერ მოხვდა იმ ლამაზმანებს შორის, რომლებიც ამერიკელებმა ყველაზე ლამაზებად მიიჩნიეს.
ანჯელინა ჯოლი დაჩრდილა ფასტფუდის ვარსკვლავმაც კი, თუმცა, ცხადია, ეს არანაიარად არ აკნინებს ჰოლივუდის ყველა დროის ერთერთ გამოჩენილ ლამაზმანს. ქვემოთ მოყვანილია 2015 წელს ყველაზე ლამაზებად მიჩნეული მიშელ კიგანის, კენდალ ჯენერის, ჯენიფერ ლოურენსის, ქეით აპტონის, კეროლინ ფლეკის, მარგო რობის, ლუსი მეკლენბურგის, ემილია კლარკისა და კელი ბრუკის ფოტოები.








