-
2015-12-26 23:57
გადამდგარი პრემიერმინისტრის მისალოცი ბარათები, სადაც ის ოჯახთან ერტად ჟურნალისტებს შობა-ახალ-წელს ულოცავს, რამდენიმე ჟურნალისტმა „ინერციით“ მიიღო - მისი გამოცვლა ვერ მოასწრეს.
ამავე დროს, როგორც ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს, აწ უკვე ყოფილ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს საახალწლო მილოცვაც კი ჩაწერილი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადავდგე“, წარმოთქმული მისგან, უბრალოდ, სინამდვილეს არ შეეფერება.
სამთავრობო-საახალწლო სიურპრიზები ამით არ ამოწურულა. მაგალითად, შსს-ს თანამშრომლებმა მიიღეს მისალოცი ბარათები და დაფასოებული პაკეტები, სადაც რუსული კომპანიის ნაწარმოები კანფეტები და შოკოლადია, ხოლო ჩვენი ინფორმაციით, პრობაციის სამსახური, კერძოდ კი, თბილისის სამზარეულო, საახალწლოდ სსრ კავშირის აბრევიატურიანი ასანთით მოამარაგეს.


