-
2015-12-23 01:44
"ვოისის" შოუს მონაწილე მსჯავრდებულმა პატიმარმა გათავისუფლების შესახებ მინისტრისგან, სიმღერის დასრულების შემდეგ შეიტყო. ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიის საბჭოს დასკვნა სცენაზე სასჯელაღსრულების მინისტრმა წაიკითხა, ხოლო თეონა ყოლბაიას გათავისუფლების ცნობა გადასცა.
"აქედან შენი პირადი ნივთების ასაღებად ბადრაგის მანქანა ვეღარ წაგიყვანს, დაგითმობთ პირად ავტომობილს, რომელიც მოაგვარებს ამ საკითხს", - განაცხადა კახი კახიშვილმა. თეონა ყოლბაიას გათავისუფლებას სასჯელაღსრულების ადგილიდან გულშემატკივრობდნენ სხვა პატიმარი ქალები.