ატომური ბომბი და ქინ-ძა-ძა რუსულად - თემურ ხუნდაძის ბლოგი

Image

სანამ მე თვითონ გავიდოდე, არ დამიწყოთ ახლა - რატომ ასე მწარედო! ჩემი ქვეყნის მტერს არც ბაბაიას დავუძახებ და არც ძმას. რუსეთის და დმ პუტინის უაღრესადარაპატივისმცემელი - თქვენი მონა-მორჩილი - თეიმურაზ ხუნდაძე

(„დმ“ არაა ინიციალები. პუტინის წოდებაა, ქართულ-ტაშ-ხოშიანად)

 

ნაწილი 1. რუსული პეპელაცი ანუ ზურნა და ჯანდაბა მაგათ

 

აქვს გიორგი დანელიას ასეთი ფილმი - „ქინ-ძა-ძა“. იქ, ასეთი არსებები დადიან, სახელად -„პაცაკები“. ეს ჯიგრები თუ „ჩატლანების“ პლანეტაზე არიან, ცხვირზე აუცილებლად „ცაკი“ უნდა ეკეთოს. ნებისმიერ ჩატლანს შეუძლია როცა უნდა მაშინ წამოუთაქოს ნებისმიერ პაცაკს. 

 

რუსები რომ რუსეთს ჩატლანიად თვლიან გასაგებია. დედამიწა რომ ჩატლანიას ჩათლახიად აღიქვამს, ესეც გასაგებია. მაგრამ, რატომ უნდათ რუს ჩატლანებს (თუ ჩათლახებს) მთელი მსოფლიო პაცაკები იყვნენ და ცაკები აჟღარუნებიონ ახლა ვნახოთ.
რუსს და ზოგადად პოსტსოვიეტიკუსს ტვინში (ასეთის არსებობის ნიშნების შემთხვევაში) მყარად აქვს გამჯდარე ერთი ძველი ლეგენდა - საბჭოთა ბირთვული ფარის შესახებ.

 

ამ ლეგენდის მთავარი გმირი - ბირთვული ქობინია. ანუ ბომბი რომელშიც დენთის მაგივრად რადიოაქტიური ნივთიერებაა ჩატენილი. მაგას ჩვენში ატომურ ბომბს ეძახიან.

 

ჰოოდაა! ამ ბომბს რომ მაგრად დაბათქუნება შეუძლია ვიცით, მაგრამ ის თუ ვიცით, რომ მას ჩვეულებრივი ბომბივით „სკლადში“ ვერ დაალაგებ და როცა გინდა მაშინ გაიშხუილებ?

 

რატომ? იმიტომ, რომ - ამიტომ. მაგ ატომს ასეთი ზნე სჭირს. რომ რაც უფრო დიდ ხანს დევს, მით უფრო კარგად ფუჭდება. აი, ვაშლს რომ დადებ მაგიდაზე და როცა მინდა მაშინ შევჭამო. ფრთხილად! დამპალი არაფერი შემოგეჭამოს! „ჩვენო უფროსო ძმაო და რაღცერთმორწმუნევ“.

 

qin1.jpg

 

ცოტა უფრო სერიოზულად და ნამდვილად კი ნებისმიერ რადიოაქტიურ მასაში აუცილებლად მიმდინარეობს დაშლის პროცესი და მისი იზოტოპური შემადგენლობა შეუქცევად დეგრადაციას განიცდის.

 

„ფუჩტება ძამა, ფუჩტება. ქიხია აღარ არის!“

 

რუსი ჩატლანების ბალისტიკურ რაკეტებში (იგივე - პეპელაცი) ჩატვირთული ბირთვული მუხტის (ჩატლანურად - „ლუცი“. სომხურად: ლუცი ფაღარათს ნიშნავს.) საგარანტიო ვადა 10 წელი იყო. მერე ეს „ლუცი“ ჩატლანურ ქარხანაში უნდა წააპეპელაცო და გამოლუცლუცებული პლუტონიუმი უნდა შეუცვალო.

 

ნამეტანი ძვირი სიამოვნებაა რომ იცოდეთ. ამისათვის მთელი ინდუსტრიაა საჭირო. ასევე აუცილებელია სერიოზული, ძალიან სერიოზული „ჩატლების“ (რუბლების) გროვა და ნასტავლი ტვინების ხროვა. რუსეთში ერთიც და მეორეც გამოპაცაკებულია.

 

qin2.jpg

 

მაგათმა ყოფილმა მთავარმა ჩატლანინმა, გორბაჩოვმა, უჩატლობის გამო იყო 1989-ში ბირთვულ განიარაღებაზე რომ მოაწერა ხელი. უკრაინელებმაც მიტომ დაუთმეს თავისი კუთვნილი 1740 ცალი, 1997-ში უკვე ვადაგასული ბირთვული ქობინები ჩატლანებს.
რატომ 1997-ში? იმიტომ, რომ ზეჩატლანინმა გორბიმ, 1987-ში, სუსურუკუში პლუტონიუმის და ურანის მწარმოებელი ბოლო ქარხნები დახურა. ანუ გააქიუა („ქიუ“ - ჩატლანურ-რუსული გინება, რომელიც გარკვეული მიმართულებით სვლას გულისხმობს). მას მერე რუსული პეპელაცებს სულ ლუც-ლუცი გაუდით.

 

qin3.jpg

 

ის კიდევ, აი ის. ოკეანის იქეთ რომ გაფუჭებული ქვეყანაა და სპირიდონას თქმით, (სულძაღლი სპირიდონა სულანჯია კი არა, აი ის, ჯოხით და წვერებით რომ დადის და ბაღის ბავშვების ფულს რომ ჭამს. მეუფე ვარო, რომ იძახის). აი მაგ სპირიდონას თქმით - დღე-დღეზე რომ უნდა ჩაიძიროს, გაფუჭებული კაცების ქვეყანა რომაა და არა და არ ჩაიძირა. აი იმ ქვეყნის არქიპაცაკებმა ჩატლანინებს რომ ფარცაგი არაფერი მოსვლოდათ ტვინის ნიშნების მატარებელ ორგანოში.

 

20 წლიანი ხელშეკრულებით დედა დააფიცებინეს, რომ მათ პეპელაცებში დარჩენილ ვადაგასულ ურანს მთლიანად მიყიდიდნენ. სამადლოდ გალუცლუცებულ პლუტონიუმსაც გაიტანდნენ და აბა ჩატლან-ინს თუ ელც-ინს, ბირთვულ ნარჩენებს თუ მოაშორებდი და ფულსაც თუ მიცემდი იმ ქანცგაწყვეტილ 90-იანებში მეტი რა უნდოდათ? იყო გნიასი და ტაში-გუგუ. ატომი ამერიკაში გადიოდა, იქედან კევა და პამპერსი შემოდიოდა.

 

როგორც ვთქვით, წინა საუკუნის 97-ში, როცა ბაბუაჩემი ასლანი (მაგარი კაცი იყო ცხონებული) ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ბოლო „ზაპრავკა“ გაუკეთეს თავის ბომბებს და დაისვენეს.

 

qin4.jpg

 

მას მერე ურანს კი ჩიჩქნიან მიწიდან, მაგრამ იმ ურანს გამდიდრება უნდა და რა ქნან. ქარხნები აღარ აქვთ, სპეციალისტები აღარ ჰყავთ. ფული აღარ აქვთ. ეგ კი არა, ამას წინათ ახალი ტანკი გააკეთეს - „არმატაო“. ზედ პარადზე ჩაუქვრათ და ძლივს გაათრიეს წითელი მოედნიდან. მაგ „ახალ“ ტანკებზე T-90-ის ლულები გადააქვთ. საზარბაზნე ლულის წარმოების ტექნოლოგიაც კი ვეღარ შეინარჩუნეს. მესამე გასროლის შემდეგ ლულას ისეთი „ქიუ“ ემართება, რომელი ჭურვი საით მიფრინავს ვინც ცოცხალი რჩება იმანაც კი არ იცის.

 

დააბაკუნა ფეხები პუტინმა 2012-ში. ამას მიმალავდითო? არიქაო, ჩქარაო. მერე ძაან მალე მიხვდა, რომ ცხადში აუხდა ებრაელების წყევლა - „შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო“. იქეთ რუბლი გაუბონდა, აქეთ ნავთობი გაუბანძდა. მერე აღმოჩნდა, რომ კაი 10-15 წელი უნდოდა მაგ საქმის მოკვარახჭინებას და ... ერთი მე გავაკეთებ აწი კიდევ ორ ბიჭს და მეორე რუსეთი გაამდიდრებს ურანს.

 

qin5.jpg

 

აქა დასასრული პირველი ნაწილისა და ამ დღეებში, სანამ ხუილო ცოცხალია, გაგრძელებასაც მოგწერთ. პირობას ვდებ ქილიკისა და ტინგიცის გარეშე და უკვე ფაქტებსაც მოგიყვანთ. თავადვე ნახავთ, რომ რუსებს ნამდვილად სა-ქინ-ძა-ძაოდ აქვთ საქმე და სხვების გაპაცაკებას თავის ბიდლო ჩატლანინებს შეაბას ეჟვანი (ცაკი), ის ურჩევნია.

 

xunda-2.jpg          თემურ ხუნდაძე

 

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !