-
2015-12-20 00:40
ბოლო პრესკონფერენციაზე, რომელიც რუსული საზოგადოებრივი მაუწყებლობით პირდაპირ ეთერში გადიოდა, რუსმა ბლოგერებმა ვლადიმირ პუტინის საუკეთესო ფრაზები ამოკრიბეს:
„2016 წელს ჩვენ ზრდა გვექნება 0,7%. რა თქმა უნდა, ეს ბარელზე 50 დოლარის მონაცემზეა გათვლილი, ახლა ცოტათი უფრო ნაკლები იქნება“;
„თურქეთის ხელისუფლებაში ვიღაცეებმა გადაწყვიტეს, ამერიკელებს ერთ ადგილას შეუძვრნენ. არ ვიცი, სჭირდებათ თუ არა ეს ამერიკელებს...“;
„როდის დასრულდება სამხედრო ოპერაცია სირიაში? როცა სირიელები იტყვიან, რომ საკმარისია, მაშინ დავამთავრებთ“;
„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ იქ (დონბასში - რედ.) ჩვენი სამხედროები არ არიან, მაგრამ ეს არ არის რეგულარული არმია. იგრძენით განსხვავება“;
„ბლატერს, სულაც, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უნდა მისცენ!“;
„უკეთესი სამხედრო სწავლება, ვიდრე ეს სირიაშია, ძნელად წარმოსადგენია. ჩვენ შეგვიძლია იქ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გავიწვრთნათ, ბიუჯეტის დაუზარალებლად“.