-
2015-12-18 23:44
ინტერნეტტექნოლოგიების ექსპერტი ნოდარ დავითური ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ფეისბუკზე იმ ჩამონათვალს აქვეყნებს, რა იყო საჭირო ადრე, რათა ევროპის ქვეყანაში ვიზა მიგეღოთ და რა დაგჭირდებათ ახლა, ამ პროცესის ლიბერალიზაციის შემდეგ:
„#მულტივიზიანების და #შენგენშიმიცნობენკაცო-თა დასამშვიდებლად –
რა იყო საჭირო ადრე:
1. იღებდით ცნობას სამსახურიდან ხელფასის შესახებ;
2. იღებდით ბანკიდან ბოლო თვეების ამონაწერს;
3. იღებდით ბანკიდან ანაბრის ცნობას;
4. იღებდით ორ ფოტოსურათს;
5. იღებდით პასპორტის ასლებს;
6. იღებდით სამოგზაურო დაზღვევას;
7. ავსებდით აპლიკაციის ფორმას;
8. ჯავშნიდით სასტუმროს (სასურველია ტურისტულის ბეჭდით);
9. ჯავშნიდით თვითმფრინავის ბილეთებს (არ ყიდულობდით, რა იცი რა ხდება);
10. ნიშნავდით საკონსულოში ან სერვისცენტრში მისვლის თარიღს;
11. მიდიოდით აღნიშნულ ცენტრში და დგებოდით რიგში;
12. იხდიდით რაღაც ოდენობის თანხას (70-150 ევრო);
13. აბარებდით საბუთებს;
14. ელოდებოდით პასუხს 7-21 დღე;
15. მიდიოდით (მულტი)ვიზიანი პასპორტის წამოსაღებად;
16. საბოლოოდ ყიდულობდით თვითმფრინავის ბილეთს.
რა იქნება საჭირო ამიერიდან, საზღვარზე:
1. დაბრუნების ბილეთის ჩვენება (რაც ისედაც გაქვთ);
2. ამონაწერი ბანკიდან, რომ უკაპიკოდ არ მიდიხართ (ბანკში ვიზიტი დარჩა მაინც, მარა თქვენ სოლოები და სტატუსები იქნებით და გაგიმზადებენ წინასწარ);
3. სამოგზაურო დაზღვევა (რაც ასევე ისედაც უნდა გქონდეთ, თუ ათი თავი არ გაქვთ);
და
4. სასტუმროს ჯავშანი (თუ არ გინდათ სასტუმრო, 5 წუთში ამოიბეჭდავთ booking.com-დან რამე ჯავშანს free cancelation-ით).
ჰოდა იგრძენით განსხვავება, სანამ დრო გაქვთ მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი მულტივიზები და გვაცადეთ სიხარული რა.“- წერს ნოდარ დავითური.